თსსუ-ს ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები სტუმრობენ

თსსუ-ის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ბაზაზე არსებული სასამართლო ანთროპოლოგიის ლაბორატორიაში 2023 წლიდან მიმდინარეობს 1937-1938 წლებში აჭარაში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა სასამართლო-ანთროპოლოგიური კვლევა.

პროექტის ფარგლებში საქართველოს ამერიკელი და ბრიტანელი ექსპერტთა ჯგუფი ესტუმრა, რომელსაც თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, ემერიტუსი ბესარიონ კილასონია და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი თინათინ კილასონია შეხვდნენ.

შეხვედრაზე თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროექტის მნიშვნელობასა და უცხოელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარების როლზე. მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მეცნიერების პროფესიულ განვითარებას.

თსსუ-ის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ბაზაზე არსებული სასამართლო ანთროპოლოგიის ლაბორატორიაში მიმდინარე პროექტის მთავარი მიზანია რეპრესირებულ პირთა იდენტიფიცირება და მათი ნეშტების გადაცემა ოჯახებისთვის ღირსეული დაკრძალვის მიზნით. დღემდე, პირველად, საქართველოს ისტორიაში იდენტიფიცირებული იქნა 6 რეპრესირებული პირი, რომელთა ნეშტებიც ღირსეულად დაკრძალეს ოჯახებმა.

პროექტს 2021 წლიდან ახორციელებს საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია (ხელმძღვანელი - მერი გონაშვილი, თსსუ-ის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის მოწვეული ლექტორი). პროექტს და ასოციაციას აქტიურად ეხმარებიან უცხოელი პარტნიორები: ტეხასის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასამართლო ანთროპოლოგიის ცენტრი და პოლონეთის პომერანიის სამედიცინო უნივერსიტეტის გენეტიკის ლაბორატორია.

აღნიშნული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ყოველწლიურად ჩამოდიან საქართველოში და ხელს უწყობენ პროექტის წინსვლას. ამჟამად ჩამოსულია პროფესორი ნიკოლას ჰერმანი, რომელიც ხელმძღვანელობს უცხოელთა გუნდს. ის საქართველოში (თსსუ-ში)აშშ-ს საელჩოს ფულბრაიტის “უცხოელი სპეცილისტის” პროგრამის ფარგლებში იმყოფება.

თსსუ-ის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ბაზაზე არსებული სასამართლო ანთროპოლოგიის ლაბორატორიაში მომუშავე უცხოელ ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობა:

  • პროფესორი ნიკოლას ჰერმანი–ტეხასის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასამართლო ანთროპოლოგიის ცენტრი, აშშ;
  • პეტრა ბენქსი–ასისტენტ-პროფესორი, ანთროპოლოგიის დეპარტამენტი, ალასკას ფეირბენქსის უნივერსიტეტი, აშშ;
  • კი განბინი–დოქტორანტი, ტეხასის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასამართლო ანთროპოლოგიის ცენტრი, აშშ;
  • რებეკა სტოუვი–დოქტორანტი, ტეხასის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასამართლო ანთროპოლოგიის ცენტრი, აშშ;
  • ელიოტ ბენი–მოხალისე, სასამართლო ანთროპოლოგი, დიდი ბრიტანეთი.

აღნიშნული ჯგუფი მუშაობს თსსუ-ის სასამართლო ანთროპოლოგიის ლაბორატორიაში და აქტიურად მონაწილეობს პროექტის სამეცნიერო და ჰუმანიტარული ამოცანების შესრულებაში. პროექტი ითვალისწინებს როგორც საქართველოს ისტორიული მეხსიერების აღდგენას, ასევე თანამედროვე სასამართლო-ანთროპოლოგიური მიმართულების განვითარებას ქვეყანაში.

შეხვედრის დასასრულს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის