კახა კალაძე - ყურადღებას არავინ აქცევს 30 გაუბედურებულ „აკაცუკს“ - თუ აქციაზე მყოფი ნიღბიანები ფიქრობენ, რომ ნიღბებში მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდება, ძალიან ცდებიან!

ხედავთ, რა მდგომარეობაშია 30 გაუბედურებული, გაფარჩაკებული “აკაცუკი” - არანაირი მხარდაჭერა და არანაირი თანადგომა! თუ აქციაზე მყოფი ნიღბიანები ფიქრობენ, რომ ნიღბებში მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდება, ძალიან ცდებიან! - ეს განცხადება დღეს თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ბოლო ორი დღის განმავლობაში მელიქიშვილის გამზირზე, მის საარჩევნო შტაბის წინ განვითარებული პროცესების შეფასებისას გააკეთა.

კალაძის აზრით, მის საარჩევნო შტაბთან “ძალადობრივი ორგანიზებული დაჯგუფება იკრიბება, რომლის მიზანი საარჩევნო კამპანიის პროცესში დაძაბულობის შეტანაა“.

“მოძალადე დაჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები პირველი შემთხვევა არ არის. გუშინაც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და რა არის მათი მთავარი მიზანი. ძალიან სამწუხაროა, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მათ ქმედებებს შესაბამისს პასუხს გასცემს.

სასაცილოა, როცა კითხვას ძალადობაზე სვამთ - თქვენ ხართ პირველი მოძალადეები! თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც აღვივებთ შუღლსა და დაპირისპირებას საზოგადოებაში! თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც თქვენი ბინძური პროპაგანდისტული ტელევიზიით ცდილობთ, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროთ. არ მახსოვს, გამოსულიყავით და ერთხელ დაგეგმოთ ძალადობა - პირიქით, ყოველთვის ახალისებდით, ყოველთვის ხელს უწყობდით და ტაშს უკრავდით. ხართ ძალიან ბინძურები და აწარმოებთ ბინძურ პროპაგანდისტულ კამპანიას, რაც საზოგადოების გახლეჩის მცდელობას და დაპირისპირებას ემსახურება.

ჩვენს საარჩევნო შტაბს მობილიზებული არავინ ჰყავს. საარჩევნო შტაბი საარჩევნო რეჟიმში ყოველდღიურად მუშაობს და შტაბში არის ჩვეულებრივი საარჩევნო პროცესი.

ჩვენ ყოველდღიურად ვაანონსებთ გზების დამთავრებას, სიახლეებს - ისინი აანონსებენ აქციებს! ჩვენ ყოველდღიურად საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ახალ პარკებთან, დამთავრებულ სკვერებთან, რეაბილიტირებულ-რეკრეაციულ ადგილებთან დაკავშირებით - ისინი კეტავენ ქუჩებს და ადამიანებს უდიდესს დისკომფორტს უქმნიან. ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩეველს და ვესაუბრებით ქვეყნის მომავალზე, თბილისთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე. ისინი მხოლოდ ერთმანეთს ხვდებიან - შეიკრიბება 30 “აკაცუკი”, აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის, მერე უკვირთ “ქართულ ოცნებას“ და პირადაც მე ამხელა მხარდაჭერა და თანადგომა რატომ გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძე ამბობს იმასაც, რომ მისი საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთებას კანონის ფარგლებში რეაგირება უნდა მოჰყვეს. მისივე თქმით, ნიღბის ტარება დანაშაულია, რაც ჯარიმას ითვალისწინებს და ამასაც შესაბამისად რეაგირება უნდა მოჰყვეს.

“რაც შეეხება გუშინწინდელ თემას, საარჩევნო კამპანიის დროს შტაბთან მივარდნის და საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის უფლება არავის აქვს.

ჩვენი საარჩევნო შტაბი არავისთან მისულა, არავის მყუდროება არ დაურღვევია და საარჩევნო პროცესში არავისთვის შეუშლია ხელი“, - განაცხადა კალაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს