კახა კალაძე ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე - საქართველოსთვის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და ეკონომიკური თანამშრომლობა  ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოსთვის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და ეკონომიკური თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, ხოლო აგენტურა, რომელიც გარედან იმართება, ქვეყნის მტრები არიან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „საქართველო ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მეტოქეებთან ურთიერთობებს აღრმავებს“.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ყველა მეზობელი სახელმწიფო ცდილობს ჩინეთთან დაახლოებას.

„ჩვენთვის, ზოგადად, ჩინეთთან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დააკვირდებით, ყველა მეზობელი ქვეყანა მიისწრაფვის იმისკენ, რომ ჩინეთთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობები ყველა მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, ეკონომიკური თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ხოლო აგენტურას რა სურვილი აქვს და რა არის მათი მთავარი მამოძრავებელი, ეს უკვე ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ისინი ჩვეულებრივად ქვეყნის მტრები არიან, იმართებიან გარედან, გარე ძალების ინტერესების გათვალისწინებით ასრულებენ ყველა მითითებას, რასაც ეუბნებიან და ავალებენ. მზად არიან, წავიდნენ თუნდაც ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ. აი, ამას წარმოადგენენ ეს ადამიანები, რომელთაც ქვეყნის მოსახლეობა ყოველთვის გასცემს პასუხს.

ვინც ემსახურება გარე ძალებს და მზად არის წავიდეს ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ასეთი პოლიტიკოსებისა და პარტიების ადგილი ჩვენს ქვეყანაში არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს