ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსული დრონებით პოლონეთისა და ევროპის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა ვიხილეთ - რუსეთზე ზეწოლა გვჭირება, რათა ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, მეტი სანქციებია საჭირო

დღეს, რუსული დრონებით პოლონეთისა და ევროპის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა ვიხილეთ, - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.

„დღეს, 10-ზე მეტი რუსული დრონით პოლონეთისა და ევროპის საჰაერო სივრცის წინდაუხედავი და უპრეცედენტო დარღვევა ვიხილეთ. ევროპა პოლონეთს სრულ სოლიდარობას უცხადებს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, „გზავნილი ნათელია და ევროპის პასუხიც ნათელი უნდა იყოს“.

„რუსეთზე ზეწოლა გვჭირდება, რათა ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. მეტი სანქციები გვჭირდება. პარტნიორებთან ერთად სანქციების მე-19 პაკეტზე ვმუშაობთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა