სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 3 100 გრძივ მეტრზე სრულად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები – წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ასევე, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელ არხებში განთავსდა.

დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„საგზაო ინფრასტრუქტურის კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ. გახოკიძის ქუჩაზე დარჩენილი იყო მცირე სამუშაოები, რაც დღეისთვის დასრულებულია. აღნიშნულ ტერიტორიაზე მძიმე მდგომარეობა იყო და ავტომობილით გადაადგილება დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა. პირველ რიგში, კომუნიკაციები განვაახლეთ. საგზაო ნაწილს რაც შეეხება, გახოკიძის ქუჩა სამ კილომეტრზე მეტია და დღეს ის სრულად მოწესრიგებულია. გარდა ამისა, კორპუსებთან არსებული ტერიტორიის გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს და 3 ჰექტარ ფართობზე პარკი მოეწყობა. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ადგილობრივ მოსახლეობას. მათი მხარდაჭერით, 100-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. შედეგად, დიდი სივრცე გათავისუფლდა პარკისთვის. წლის ბოლოსთვის კონკრეტულ ობიექტზე ყველა ტიპის სამუშაო დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, გახოკიძის ქუჩაზე მოეწყო გარე განათების ახალი სისტემა და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები; დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარი, დაიხაზა სავალი ნაწილი, ზებრა გადასასვლელები და დამონტაჟდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული „ჭკვიანი“ შუქნიშნები. ასევე, ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

გარდა ამისა, ქუჩაზე განხორციელდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები. გზის მიმდებარე თარგებში მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 1 260 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 13 010 კვ.მ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახის საფარი.

პროექტი მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განახორციელეს.

მიხეილ გახოკიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულებამ 24 მილიონი ლარი შეადგინა.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების უფროსები, სამგორის რაიონის გამგებელი, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები