რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული - პოლონეთის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მივიჩნევთ, არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რომ ჩამოგდებული დრონები რუსულია

პოლონეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების რუსული წარმომავლობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოადგინა, - ამის შესახებ რუსეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი ორდაშმა რუსულ მედიას განუცხადა.

„ჩვენ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მივიჩნევთ. არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს დრონები რუსულია“, - განაცხადა ანდრეი ორდაშმა.

მისი თქმით, მსგავსი ინციდენტების გამოცდილება იმაზე მიუთითებს, რომ პოლონელები თავიანთ სიტყვებს კონკრეტული ფაქტებით არ დაადასტურებენ. რუსი დიპლომატის მტკიცებით, დღემდე, ერთადერთი იდენტიფიცირებული რაკეტა უკრაინული აღმოჩნდა.

„რუსეთი აბსოლუტურად არ არის დაინტერესებული პოლონეთთან რაიმე სახის ესკალაციით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია იმედი გვქონდეს, რომ პოლონეთის ხელისუფლება მოგვისმენს“, - აღნიშნა ორდაშმა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრის გამო, რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული უწყებაში დაიბარა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის