„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი 11 სექტემბერს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი 11 სექტემბერს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვა 11:00 საათზე არის ჩანიშნული.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი ე.წ. ფონდების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წინააღმდეგ, რომლის წევრიც არის ადამიანის უფლებათა ცენტრი. ამავე საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 29 აპრილს ჩხრეკა ჩატარდა ალეკო ცქიტიშვილის სახლში. ალეკო ცქიტიშვილმა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა