პოლონეთის პრეზიდენტი რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ დონალდ ტრამპს ესაუბრა

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

„ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის მრავალჯერ დარღვევის შესახებ ვესაუბრე“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ.

კაროლ ნავროცკის თქმით, „აღნიშნული საუბარი მოკავშირეებთან კონსულტაციების ნაწილია“.

„დღევანდელმა საუბრებმა მოკავშირეებს შორის ერთიანობა დაადასტურა“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დაფიქსირდა და პოლონეთმა ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა.

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„რა ხდება რუსული დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე? აბა, დავიწყეთ!“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე