რადოსლავ სიკორსკი - პუტინს არა მხოლოდ უკრაინის დამორჩილება, არამედ აშშ-ს ევროპიდან გაძევება და ალიანსის გაყოფა სურს - ის ახლა კვლავ თვლის, რომ იმარჯვებს

პუტინი მთელი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, მისი მიზნები იმაზე უფრო ამბიციურია, ვიდრე ეს ზოგიერთს ჰგონია, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

„მას არა მხოლოდ უკრაინის დამორჩილება, არამედ აშშ-ს ევროპიდან გაძევება და ალიანსის გაყოფა სურს“, - განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.

მისი თქმით, „უკრაინაში ომი სწრაფად არ დასრულდება, რადგან ეს კოლონიური ომია“.

„ისტორიულად, მსგავსი ომები, როგორც წესი, დაახლოებით ათწლეული გრძელდება. პუტინი მშვიდობას მაშინ დათანხმდება, როდესაც მიხვდება, რომ გამარჯვებას მისთვის მისაღებ ფასად ვერ მიაღწევს, მაგრამ ახლა კვლავ თვლის, რომ იმარჯვებს“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, სიკორსკის ცნობით, ვარშავის მოთხოვნით გაერო-ს უშიშროების საბჭო პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის საკითხს განიხილავს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა