მაია ბითაძე - სალომე ზურაბიშვილმა და თინა ხიდაშელმა ჩაიდინეს საჯარო ღალატი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ

სალომე ზურაბიშვილმა და თინა ხიდაშელმა გუშინ ჩაიდინეს საჯარო ღალატი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ - ისინი წარმოდგენილები იყვნენ უცხო სახელმწიფოში და ცდილობდნენ, ძირი გამოეთხარათ საქართველოსთვის, ქართველი ერისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ჰელსინკის კომისიაზე გუშინდელ მოსმენას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე „ვიხილეთ თავყრილობა საკუთარი სამშობლოს მოღალატეებისა და იმ ადამიანებისა, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ლობიზმისთვის გასამრჯელოს იღებენ“.

რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას - როგორც ბითაძე აღნიშნავს, პარადოქსია, როდესაც საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გამო კიცხავენ, მაშინ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია და ევროკავშირის სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა ცდილობს, კავშირები სწორედ ჩინეთთან გააძლიეროს.

„სამწუხაროდ, ჰელსინკის კომისიაზე მოსმენა გარდა იმისა, რომ არის დრომოჭმული პოლიტიკური პროცესი, რომელიც მხოლოდ ნეგატივს თესავს საქართველოს მოსახლეობაში დასავლელი პარტნიორების მხრიდან, იყო კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ ჩვენ ვიხილეთ თავყრილობა საკუთარი სამშობლოს მოღალატეებისა და იმ ადამიანებისა, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ლობიზმისთვის გასამრჯელოს იღებენ. საქართველოს მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს იმ ამერიკელ პოლიტიკოსებს, ჯო უილსონის თამადობით, როლებიც წლებია, დაკავებულები არიან საქართველოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობით. მეორე მხრივ, სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ, საქართველოს ყოფილო თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრეზიდენტი - ადამიანები, რომლებმაც გუშინ ჩაიდინეს საჯარო ღალატი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. წარმოდგენილები იყვნენ უცხო სახელმწიფოში და ცდილობდნენ, ძირი გამოეთხარათ საქართველოსთვის, ქართველი ერისთვის. მთავარი აქცენტი, რაზეც იყო საუბარი, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობებია. სრულიად პარადოქსულია, როდესაც საქართველოს ვაი მოქალაქეები და ამერიკელი საქართველოს ანტილობისტები ქვეყანას კიცხავენ საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, მაშინ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია და ევროკავშირის სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა ცდილობს, რომ გააძლიეროს კავშირები სწორედ ჩინეთთან. გარდა იმისა, რომ ეს არასამართლიანია საქართველოს მიმართ, ჰელსინკის კომისიაზე განხილული საკითხი ჩინეთთან მიმართებით, პირდაპირ ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაციის გაცხადებულ პოლიტიკას,“ - განაცხადა ბითაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში