შალვა პაპუაშვილი - ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - რაც შეეხება „MEGOBARI აქტს“, თუ არ მიიღებენ, მათთვის უკეთესი

მადლობა ჰელსინკის კომისიას, რათა „დიპ სტეიტის“ აგენტები ასე ერთად ვნახეთ - ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი! , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის გამოსვლას გამოეხმაურა.

პაპუაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა და თინა ხიდაშელმა გუშინ, ჰელსინკის კომისიაზე „საქართველოს წინააღმდეგ მისცეს ჩვენება“.

„ამ სხდომაზე კელი დეგნანის დანახვით, მგონი ყველაფერი ნათელი გახდა. ერთადერთი, ვინც უნდა დაეკითხა ამ კომისიას, თუკი მართლა აინტერესებთ რაღაც პროცესების ახსნა, იყო კელი დეგნანი. ის უნდა დაეკითხათ 2020 წლის PVT-ის გაყალბების საკითხზე. დღეს დადასტურებით ვიცით, რომ „ისფედმა“ გააყალბა PVT. ასევე, ვიცით, რომ USAID-მა იცოდა, რომ ეს PVT იყო ყალბი რიცხვები და დიდი ალბათობით, 99%-ის გარანტიით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინდელმა ელჩმა, კელი დეგნანმა იცოდა, რომ ეს რიცხვები იყო ყალბი. USAID ზის საელჩოში, არის სახელმწიფო სტრუქტურა და შეუძლებელია, მათ ელჩისთვის დაემალათ. თუ არადა, [ელჩმა] ესეც უნდა თქვას [თუ დაუმალეს].

2020 წელს „ენჯეოების“ ჩართულობით, USAID-ოს დაფინანსებით იგეგმებოდა ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზით და ამაში ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ეს ყველაფერი ტრამპმაც ამხილა დღეს.

მეორე მხრივ, ვიხილეთ „ანტი ტრამპისტები“, ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის სახით ამბობდნენ, რომ ტრამპმა რუსეთის ჩარევით გაიმარჯვა და ა.შ. მათ შორის, იქ მჯდომი ხალხიც. ეს ერთი ნაწილი. მადლობა ჰელსინკის კომისიას იმისთვის, რომ ასე ერთად ვნახეთ „დიპ სტეიტის“ აგენტები. რაც შეეხება ამ ორ ქალბატონს, რომლებიც იქ ისხდნენ და საქართველოს წინააღმდეგ ჩვენებას აძლევდნენ, მოღალატეებს საქართველოს ისტორიაში ყოველთვის სათანადო ადგილი მიეჩინება. ეს ორი მოღალატე, ზურაბიშვილის შემთხვევაში არა, მაგრამ ხიდაშელის შემთხვევაში, იმ ქვეყნის წინააღმდეგ აძლევდა ჩვენებას, რომელმაც ის შობა და აღზარდა. ქვეყნის წინააღმდეგ რომ ჩვენებას იძლევიან, ეს ორი საქართველოს ისტორიაში მოღალატე თავის კუთვნილ ადგილს მიიღებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკის ექსპრეზიდენტი რომ ჩამოვიდეს და საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისცეს ჩვენება ამერიკის წინააღმდეგ. სინამდვილეში, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი. ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ, უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი.

რაც შეეხება „MEGOBARI აქტს“, ეს თავად აშშ-ისა და კონგრესის პრესტიჟის საკითხია, რომ არ მიიღონ ქართველი ხალხის მიმართ მტრული აქტი. ასე, რომ თუ არ მიიღებენ, მათთვის უკეთესი. იმ ხალხის მიმართ, რომელმაც 300-ზე მეტი თავისი რჩეული ვაჟკაცი, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, ავღანეთის ომს შესწირა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე