შალვა პაპუაშვილი - ბერბიჭაშვილების შთამომავლები არიან თანამედროვე ლიბერალები საქართველოში - რაც თბილისში ხდება, „ორკების“ ღამის თარეში, მივარდნები, დედის გინება, პროტესტია?

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თანამედროვე ლიბერალები საქართველოში „ბერბიჭაშვილების“ შთამომავლები არიან.

პაპუაშვილი „Turning Point USA“-ს დამფუძნებლის, კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს არის ლიბერალიზმის თანამედროვე სახე“.

„დღეს, როცა ცდილობენ, თანამედროვე ლიბერალიზმთან გააიგივონ ილია ჭავჭავაძე, ილია ჭავჭავაძე კი არა, ბერბიჭაშვილების შთამომავლები არიან თანამედროვე ლიბერალები საქართველოში, რომლებიც ამ ლიბერალური ინტერნაციონალის ნაწილი არიან. მათი მთავარი იარაღი არის ძალადობა- სიტყვით ძალადობა, ფიზიკური ძალადობა და ამას ვხედავთ ყველგან, მთელ მსოფლიოში, სადაც ისინი მოძლიერებული არიან. ზუსტად ეს უნდათ, საქართველოში დაამკვიდრონ. „ორკების“ ღამის თარეში, რაც თბილისში ხდება, მივარდნები. დედის გინება პროტესტია? ზუსტად ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რომ გინებას, შეურაცხყოფას, ძალადობას პოლიტიკურ პროცესად აფორმებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „თანამედროვე ლიბერალები ფაშისტების შთამომავლები არიან“.

„ჩვენ ვნახეთ თანამედროვე „ლიბერალების“, ბერბიჭაშვილების შთამომავლების რეაქცია ამ მკვლელობაზე. „სოროსის ფონდის“ თანამშრომელს როგორ უხარია, რომ მოკლეს. ვნახეთ პარტია „ახალის“ თანამშრომელს როგორ უხარია, რომ მოკლეს. ლიბერალური ფაშიზმი არის 100 წლის წინანდელი ფაშიზმის მემკვიდრე“,-განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, „Turning Point USA“-ს დამფუძნებელი, კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე სროლის შედეგად გარდაიცვალა. აქტივისტი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა