ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები - ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ ერთობლივი კოორდინირებული საპასუხო რეაქციით შეიძლება

პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეჭრას მკაცრად ვგმობთ, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის (ლუბლინის სამკუთხედი) საგარეო საქმეთა მინისტრები, კიასტუტის ბუდრისი, რადოსლავ სიკორსკი და ანდრეი სიბიგა ავრცელებენ.

„ეს იყო წინასწარგანზრახული და კოორდინირებული თავდასხმა, რაც უპრეცედენტო პროვოკაციასა და ესკალაციას წარმოადგენს. რუსეთის ქმედებები და ბელარუსის მიერ თავისი საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ნებართვის გაცემა რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ ერთობლივი კოორდინირებული საპასუხო რეაქციით შეიძლება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, „რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებების თავიდან ასაცილებლად საჰაერო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებს შორის უკეთესი კოორდინაციაა საჭირო“.

„პარტნიორებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ და ნატო-სა და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში ლიეტუვისა და პოლონეთის მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ. მხოლოდ ძლიერ საპასუხო რეაქციას შეუძლია შემდგომი ესკალაციის შეკავება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა