ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი - ბრალდება ედავება საჯარო შეთავაზებას, სადაც საუბრობდა, სამომავლოდ, ხელისუფლების ჯილდოზე პოლიციელების მიერ მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის - ქრთამის შეთავაზებად შეფუთვა, აბსურდულია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ბრალი, რომლითაც ის დააკავეს, აბსურდულია.

კონდახიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან იმყოფება, სადაც ხაბეიშვილი ჰყავთ გადაყვანილი.

ის დაკავებულ პოლიტიკოსთან შესვლას ელოდება, რის შემდეგაც საქმის გარშემო მეტი დეტალი ეცოდინება.

„ამ ქვეყანაში არაფერია გასაკვირი, სადაც ბანერზე წარწერისთვის ახალგაზრდა სტუდენტს იჭერენ, ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით აღნიშნული სამართლებრივი აბსურდის მოგონება საერთოდ არ მიკვირს. რამდენიმე წამის წინ, ბრიფინგიდან გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ბრალდება ედავება მის მიერ არაერთხელ გაკეთებულ საჯარო შეთავაზებას, სადაც ის, როგორც პოლიტიკოსი საუბრობდა, სამომავლოდ, ხელისუფლების მიერ ჯილდოზე, რომელიც გულისხმობდა პოლიციელების მიერ, სამართალდამცავების მიერ თავიანთი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებას. საუბარია, რომ პოლიციას ხალხზე უკანონოდ არ უნდა ეძალადა, ამისთვის მომავალი ხელისუფლება მათ ჯილდოდ აღუთქვამდა გარკვეულ დანაპირებს, ამის შეფუთვა ქრთამის მიცემად თუ შეთავაზებად, იურისტის აზრია, რომ აბსოლუტურად აბსურდულია. ვფიქრობ, რომ უფრო მძიმე მუხლს მოიფიქრებდნენ და შეთხზავდნენ, მაგრამ საფუძველი არ არის. მარტივი გზით წავიდნენ, იციან, რომ სასამართლოც მათ ხელშია, ბრალდებაც, რასაც დაწერენ, ის გავა. ასეთი აბსურდული ბრალდება მოიგონეს და ადამიანი, რომელიც ყველა ეთერში აჟღერებდა, პოლიციელებო, უფლებები არ დაარღვიოთ, ხალხზე არ იძალადოთო, ამისთვის კანონიერი ხელისუფლება დაგაჯილდოებთო, ეს ქრთამის შეთავაზებად შეაფასეს",- აცხადებს კონდახიშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!