შვედეთი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 7.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს

შვედეთი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 7.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა განაცხადა. კერძოდ, იონსონმა 11 სექტემბერს განაცხადა, რომ შვედეთი დამატებით 70 მილიარდ შვედურ კრონას (დაახლოებით 7.5 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყოფს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის უახლოესი ორი წლის განმავლობაში.

მისი თქმით, თანხის დიდი ნაწილი გამოყოფილი იქნება შესყიდვებისთვის, რომელსაც თავდაცვითი მასალების შვედური სააგენტო განახორციელებს - მაგალითად, დამატებითი Archer საარტილერიო სისტემებისთვის.

მან ასევე, აღნიშნა, რომ სტოკჰოლმი მზად არის, დამატებითი დახმარება გაუწიოს პოლონეთს, თუ ეს საჭირო გახდება.

“დაუყოვნებლივ დავუკავშირდით პოლონეთის თავდაცვის მინისტრს და ვუთხარით, რომ მზად ვართ, მივაწოდოთ რესურსები, თუ პოლონეთი ამაში ინტერესს გამოხატავს… სრულ სოლიდარობაში ვართ პოლონეთთან", - განაცხადა იონსონმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა