შვედეთის თავდაცვის მინისტრი - შვედეთი უკრაინას 982.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

შვედეთი უკრაინას 982.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა განაცხადა.

შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პოლ იონსონის განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მე-20 პაკეტის გადაცემის მიზანს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება წარმოადგენს.

„ევროპის უფლება მშვიდობისა და თავისუფლების შესახებ აუცილებლად დაცული უნდა იყოს“, - განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა.

სამხედრო დახმარების პაკეტი Archer-ის ტიპის 18 ჰაუბიცას, საარტილერიო მასალებს, დრონებს, დრონებისა და რაკეტების აღმოსაჩენ სენსორების სისტემებს, საზღვაო აღჭურვილობასა და სხვა სახის ტექნიკას მოიცავს.

ამასთან, იონსონმა აღნიშნა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში შვედეთი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დაახლოებით 7.47 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში