ირაკლი კობახიძე - გამოდის 20 კაცი და საქართველოს მოქალაქეებს აწუხებს იმით, რომ თბილისის ცენტრალურ გამზირს კეტავს - ჩვენ ამას მოთმინებით ვუყურებთ, თუმცა ერთხელ დავასრულებთ ისე, რომ აღარ განმეორდეს

გამოდის 20 კაცი და საქართველოს მოქალაქეებს აწუხებს იმით, რომ თბილისის ცენტრალურ გამზირს კეტავს - ჩვენ ამას მოთმინებით ვუყურებთ, თუმცა ერთხელ დავასრულებთ ისე, რომ აღარ განმეორდეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, “უცხოური აგენტურა, სიმახინჯე და ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი უნდა დასრულდეს”.

“უცხოური აგენტურა, ეს სიმახინჯე, ეს ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი უნდა დასრულდეს. აბსოლუტურად განულებული აქვთ რესურსები და ესეც უნდა დასრულდეს, რასაც ვხედავთ. გამოდის 20 კაცი და აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს იმით, რომ კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს. ეს უნდა დასრულდეს და დამთავრდება. ხალხი ამას მოთმინებით უყურებს, ჩვენც მოთმინებით ვუყურებთ, თუმცა ერთხელ ჩვენ ამას დავასრულებთ ისე, რომ აღარ განმეორდეს. მთავარი არის ეს, რომ ეს რადიკალიზმი აღარ განმეორდეს. ჩვენს საზოგადოებას უნდა მშვიდად ცხოვრება”,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის განცხადებითვე, ადამიანები, რომლებიც თბილისში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბთან აქციებს მართავენ, უცხოური სპეცსამსახურების მიერ იმართებიან.

“ეს ადამიანები, ვინც შტაბთან მიდიან, იმართებიან სპეცსამსახურების მიერ. ტრაგიკული მოვლენაა. არცერთი არ გავს არც ქართველს, არც კაცს, არც ქალს. ყველანაირი იდენტობა აქვთ დაკარგული. ეს ადამიანები გადასარჩენები არიან. ზოგს მკურნალობა სჭირდება, ზოგს ფსიქოლოგიური თერაპია, სხვადასხვა ტიპის თერაპია, იმედი ვიქონიოთ, საბოლოოდ ეს ადამიანებიც გამოსწორების გზას დაადგებიან”,- განაცხადა კობახიძემ “იმედის” ეთერში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები