დონალდ ტრამპი პოლონეთში დრონების შეჭრაზე - შესაძლოა, შეცდომა ყოფილიყო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა შესაძლოა შეცდომა იყო, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

„შესაძლოა, ეს შეცდომა ყოფილიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ამ მთელ სიტუაციას უკავშირდება. იმედია, ეს დასრულდება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, დაგმობს რუსეთს „იმისთვისაც კი, რომ ამ ხაზთან ახლოს იმყოფება“. „ეს არ მომწონს“, - დასძინა ტრამპმა.

შეგახსენებთ, 10 სექტემბრის ღამეს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმების განხორციელებისას, პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონები შეიჭრნენ. დრონების მოსაგერიებლად პოლონური თვითმფრინავების გარდა, ნატო-ს სხვა ქვეყნების გამანადგურებლებიც განლაგდნენ. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს