რადოსლავ სიკორსკი კიევში ჩავიდა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი, რადოსლავ სიკორსკი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში იუწყება.

„ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ უკრაინაში ვიზიტი დაიწყო. მას კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დახვდა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

სიკორსკის ვიზიტთან დაკავშირებით, ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ტერორის ესკალაციისა და პოლონეთის წინააღმდეგ პროვოკაციების ფონზე, ორივე ქვეყანა მტკიცედ დგას ერთად.

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ტერორის ესკალაციისა და პოლონეთის წინააღმდეგ პროვოკაციების ფონზე, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ერთად. დღეს ჩვენ გავმართავთ არსებით მოლაპარაკებებს ჩვენი საერთო უსაფრთხოების, უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების და მოსკოვზე ზეწოლის შესახებ“, - წერს სიბიგა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა