გია ვოლსკი - ვერ წარმომიდგენია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რამე დანაშაულში იყოს გახვეული, ძალიან გამიკვირდება, ვერც ვუშვებ - საერთოდ არის ასეთი ფორმულა: „ცხოვრებაში არაფერი არ უნდა გამორიცხო“, მაგრამ შეიძლება გამორიცხო კიდეც

ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთხელ თუ ორჯერ ვარ შეხვედრილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვიფიქრებდი, რომ ამხელა კორუფციული სისტემა იყო აწყობილი და ეს ყველაფერი მის გარშემო ტრიალებდა - ვნახოთ, რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, გამოძიება აჩვენებს ყველაფერს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კორუფციის საქმეზე ბურჭულაძის დაკავება „ძალიან ცუდი ფაქტია“, თუმცა „უფრო უარესი იქნებოდა, რომ დამალო და არ წარმოადგინო ის რეალობა, რაც არსებობს“.

ვოლსკის განცხადებით, კორუფციასთან დაკავშირებით მკაცრი ზომები უნდა გატარდეს.

„ძალიან ცუდი ფაქტია. მე არც ვუშვებდი ამას. ჯუანშერთან ერთხელ თუ ორჯერ ვარ შეხვედრილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვიფიქრებდი იმას, რომ ამხელა კორუფციული სისტემა იყო აწყობილი და ეს ყველაფერი მის გარშემო ტრიალებდა. ძალიან ცუდი ფაქტია. ზოგადად, ჩვენთვისაც ცუდი ფაქტია, მაგრამ უფრო უარესი ფაქტი იქნებოდა, რომ დამალო და არ წარმოადგინო ის რეალობა, რაც არსებობს. კორუფციის თემა როგორც არ უნდა იყოს გაანალიზებული, რომელიც კუთხითაც არ უნდა იყოს შეფასებული, არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის. ამიტომ არის საქართველო კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის. ნებისმიერ ქვეყანას გამოთხრის და დაანგრევს თუკი კორუფცია არსებობს. წარსულში იქნება თუ აწმყოში, ეს ყველაფერი უნდა იყოს მკაცრად გაკონტროლებული, შეფასებული და მკაცრი ზომები უნდა იქნეს გატარებული. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ვნახოთ, რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს. გამოძიება აჩვენებს ყველაფერს. არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმეს ეჭვი დარჩეს რაღაცა დანაშაულის დაფარვის მცდელობაზე," - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დააკავონ, ვოლსკი პასუხობს, რომ ვერ წარმოუდგენია, ღარიბაშვილი რაიმე დანაშაულში იყოს გახვეული.

„მე ვერც წარმომიდგენია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რამე დანაშაულში იყოს გახვეული. ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. ახალგაზრდა იყო, საკმაოდ შეძლებული თვითონაც, თავისი ოჯახი საკმაოდ სერიოზული შემოსავლით, ამიტომ ძალიან გამიკვირდება, ვერც ვუშვებ, რომ შეიძლება რამე კორუფციულ სისტემაში იყოს ჩართული. საერთოდ არის ასეთი ფორმულა, რომ „არაფერი არ უნდა გამორიცხო ამ ცხოვრებაში“, მაგრამ ადამიანები ვართ, ჩვენი სისუსტეებიც გვაქვს და შეიძლება გამორიცხო კიდეც. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ადამიანი, ვინც სახელმწიფოს დაუპირისპირდება ასეთი ბოროტი დანაშაულით, როგორიცაა კორუფცია, ყველას პასუხი მოეთხოვება,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა