„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

„პეტროკას ენერჯი ჯგუფი“ კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებში ერთ-ერთი წამყვანი ინტეგრირებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, აქციონერთა შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ აცხადებს.

2025 წლის 25 აპრილს განხორციელებული გარიგების შედეგად, ჯგუფის არსებულმა აქციონერებმა სრულად გამოისყიდეს ბატონ დავით იაკობაშვილის წილი „პეტროკასში. აღნიშნული ცვლილება სრულ თანხვედრაშია „პეტროკასის“ გრძელვადიან სტრატეგიასთან, რომელიც მოიცავს ტრეიდინგის, საცალო ვაჭრობის ქსელების, ლოგისტიკის და ავიასაწვავის მიწოდების სერვისების გაფართოებას, ევრაზიის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ.

ცნობისათვის, პეტროკას ენერჯი ჯგუფი აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა - გალფ ჯორჯია, გალფ ავიაცია და ფოთის ნავთობ ტერმინალი.

აღნიშნული ჯგუფი გახლავთ, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი, რომელიც ქვეყანაში 2011 წლიდან ოპერირებს. ჯგუფის კონტრიბუცია საგადასახადო მიმართულებით დღიდან დაარსებისა აჭარბებს 700 მილიონ ლარს. მის შემადგენლობაში შემავალ კომპანიებს დასაქმებული ჰყავს საქართველოს 3000მდე მოქალაქე.

ასევე პეტროკას ენერჯი ჯგუფი გახლავთ ერთ-ერთი მოწინავე ბიზნეს გაერთიანება საქართველოში, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კორპორატიულ სოციალური პასუხისმგებლობის საკითხს და არის ინიციატორი ისეთი დიდი პროექტებისა, როგორიცაა - წარმატებული სტუდენტების დაფინანსების პროგრამები - საქართველოსა და ამერიკაში.

გალფის სტიპენდიით 2021 წლიდან 300მა პირველკურსელმა სტუდენტმა ისარგებლა.

ჯგუფი ხელს უწყობს საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას არა მხოლოდ ცალკეული პროექტებით, არამედ ინფრასტრუქტურული მხარდაჭერითაც - როგოიცაა საქართველოს მასშტაბით 20 საკალათბურთო მოედნის აშენება.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები