მეგი დიასამიძის საქმის პროკურორი - ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება, რომ ბანერი არის დაზიანებული და მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა შეუძლებელია

ბანერი იყო დაზიანებული, ჰქონდა შესაბამისი წარწერა გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ წარწერა ბანერის გარკვეულ ნაწილზე იყო, ბანერი სრულად დაზიანდა - წარმოდგენილი სასაქონლო და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება, რომ ბანერი არის დაზიანებული და მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა შეუძლებელია, - ამის შესახებ პროკურორმა ნინო ჟვანიამ ჟურნალისტებს, თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურა აპირებს, რომ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე, ბანერის დაზიანებაში ბრალდებული 23 წლის სტუდენტის, მეგი დიასამიძესთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარის ოდენობით გირაო მოითხოვოს.

„დაკავებულს წარედგინა ბრალდება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე. ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 ათას ლარიანი გირაოს გამოყენების თაობაზე, მის სრულ გადახდამდე პატიმრობის უზრუნველყოფით. რადგანაც ბანერის დაზიანება წარმოადგენს დანაშაულს და დაზიანებული ნივთის ღირებულება აღემატება 150 ლარს, აქედან გამომდინარე, ბრალდებულის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. დაზიანებულია ორი ბანერი. თითოეული ბანერის ღირებულება არის 190 ლარი. მოცემულ შემთხვევაში, ბანერი დაზიანებულია ისე, რომ ბანერის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არის შეუძლებელი. ბანერი ნივთმტკიცების სახით ჩამოხსნილია და ამოღებულია. გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე. სასაქონლო ექსპერტიზამ დაადგინა დაზიანებული ბანერის ღირებულება, რაც ორი ბანერის შემთხვევაში არის 380 ლარი“, - განაცხადა ნინო ჟვანიამ.

მისი თქმით, პროკურატურა მიიჩნევს, რომ 2 000 ლარის ოდენობის გირაო უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას და იმ ფაქტს, რომ ბრალდებულმა განაჩენის დადგომამდე არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, არ მიიმალოს და არ მოახდინოს მოწმეებზე ზემოქმედება.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა, მათ შორის არის მეგი (ირმა) დიასამიძე. შსს-ს განმარტებით, მეგი დიასამიძემ მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები