პაატა ბურჭულაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუთხარი, რომ რეგიონები ახლა არ არის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი, მთავარია, ლევანის სასამართლოზე ვიყოთ გარეთ და თბილისი გამოვაღვიძოთ, თუ ვინმეს სძინავს

რადგან ლევანი დაიჭირეს, გავაცანი გეგმები „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ რას აპირებს „რუსთაველის გამზირი“ 4 ოქტომბერს, - ამის შესახებ „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ბურჭულაძის თქმით, მან შესთავაზა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ახლა რეგიონებში გასვლის დრო არ არის და თბილისი უნდა „გამოაღვიძონ“.

„რადგან ლევანი დაიჭირეს, დღეს უბრალოდ შედგა ეს შეხვედრა, მე გავაცანი ეს გეგმები „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ რას აპირებს "რუსთაველის გამზირი" 4 ოქტომბერს. ასევე მექნება შეხვედრა სხვა პარტიებთან. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ვიცით, რა აბსურდულ თემაზე არის დაჭერილი ლევანი.

მე შევთავაზე და ვთხოვე, რომ რეგიონები ახლა ჩემი აზრით, არ არის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ ლევანის სასამართლოზე ვიყოთ გარეთ და თბილისი გამოვაღვიძოთ, თუკი ვინმეს სძინავს", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს