ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი - ეს არის ერთი დიდი გაუგებრობა, ერთი დიდი სპექტაკლი, რომელიც, სავარაუდოდ, ძალიან მალე დასრულდება, რადგან არ არსებობს ბუნებაში მტკიცებულება, რომელიც მის ბრალს დაადასტურებს

ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ერთი დიდი გაუგებრობა და რაღაც სპექტაკლს უფრო ჰგავს, რომელიც, სავარაუდოდ, ძალიან მალე დასრულდება, რადგან არ არსებობს ბუნებაში მტკიცებულება, რომელიც მის ბრალს დაადასტურებს, - ამის შესახებ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, მარიამ შათირიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

ადვოკატის მტკიცებით, დაცვის მხარეს აქვს ყველანაირი მტკიცებულება, რაც გააბათილებს ბრალდების მხრიდან წამოსულ ვარაუდებს.

„ბრალი ჯერ არ არის წაყენებული ოფიციალურად, თუმცა იმ ფაქტის გარშემო, რაზეც ის მოწმის სახით გამოიკითხა და სრულყოფილი ჩვენება მისცა ამ მიმართულებით თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ერთი დიდი გაუგებრობა და რაღაც სპექტაკლს უფრო ჰგავს. ეს არის ერთი დიდი სპექტაკლი, რომელიც, სავარაუდოდ, ძალიან მალე დასრულდება, რადგან არ არსებობს ბუნებაში მტკიცებულება, რომელიც მის ბრალს დაადასტურებს.

ჩვენ ვიბრძოლებთ მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. ჩვენ გვაქვს ყველანაირი მტკიცებულება, რაც გააბათილებს ბრალდების მხრიდან წამოსულ ვარაუდებს“, - განაცხადა მარიამ შათირიშვილმა.

ამასთან, მარიამ შათირიშვილის განცხადებით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე მკურნალობას კარდიოლოგიური მიმართულებით გადის.

„ბატონი ჯუანშერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას არ აქვს კარდიოლოგიური პრობლემა, მას აქვს ტვინის შერყევა და ექიმების რეკომენდაციით წოლითი რეჟიმია სავალდებულო“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია