კახა კალაძე საქართველოში უკრაინიდან „ჰექსოგენის“ შემოტანის საქმესთან ოპოზიციის კავშირს არ გამორიცხავს

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინიდან საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ შემოტანის საქმესთან ოპოზიციის კავშირს არ გამორიცხავს.

როგორც დღეს დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველაფერი დასაშვებია, იმის გათვალისწინებით, თუ რა ძალა ებრძვის ქვეყანასა და ქართველ ხალს.

„ყველაფერი დასაშვებია, იმის გათვალისწინებით, თუ რა ძალა ებრძვის ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს. ვიცით, რომ უსამშობლო ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები არიან. მათ საერთოდ არ აინტერესებთ არც ქართველი ხალხი, არც ქვეყნის ხვალინდელი დღე. შესაბამისად, მე არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას, ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ გამორიცხული არაფერია“, - აღნიშნა კახა კალაძემ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

ამასთან, მედიის შეკითხვაზე, აღნიშნულ ფაქტთან ბაჩო ახალაიას შესაძლო კავშირის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, დედაქალაქის მერმა განაცხადა რომ მას არ უნდა კონკრეტული სახელებითა და გვარებით საუბარი და საზოგადოება გამოძიებას უნდა დაელოდოს.

„არ ვიცი, შესაბამისი უწყებები, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტ დეტალს ფლობენ აღნიშნულთან დაკავშირებით, იმ მუქარებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვისმენდით ბოლო თვეების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს. რა თქმა უნდა, ყველაფერს გაეცემა პასუხი და ყველაფერს მოჰყვება რეაგირება კანონის ფარგლებში.

არ მინდა კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტული სახელებითა და გვარებით საუბარი, დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები