ბაჩო ახალაია „ჰექსოგენის“ შემოტანის საქმეში მის შესაძლო მონაწილეობაზე - მთელი ისტორია გამაოგნებელი ტყუილია, აბსოლუტური სიგიჟეა - თუ ვინმეს არ ჰქონია შეხება „ნაციონალური მოძრაობიდან“ უკრაინასთან, ეს მე ვარ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია „ტყუილსა და სიგიჟეს” უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის საქართველოში უკრაინიდან „ჰექსოგენის“ შემოტანის საქმეში ფიგურირებს.

როგორც ახალაიამ განაცხადა, მას უკრაინასთან შეხება არ ჰქონია.

„მთელი ისტორია გამაოგნებელი ტყუილია. აბსოლუტური სიგიჟეა. შავიშვილის ქუჩაზე ვიმყოფები სახლში, საიდანაც არ გავსულვარ როცა ჩამოვედით მას მერე, აქ ცხოვრობს ჩემი 13 წლის შვილი, მეტი რა გითხრათ. რა მაკეტი, რის მაკეტი? რა ლორთქიფანიძე? ასევე, თუ ვინმეს არ ჰქონია შეხება „ნაციონალური მოძრაობიდან“, უკრაინასთან, ეს მე ვარ. მაქვს ჩემი არგუმენტები რატომ არ მქონია - ჯერ ერთი 10 წელი [ციხეში] ვიჯექი და მესამე წელია გარეთ ვარ", - განაცხადა ახალაიამ „რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე