ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი - გაცილებით მეტი შემოსავლის დასაბუთება შეგვიძლია, რომელიც მის საჯარო სამსახურში გადასვლას არ უკავშირდება - ასევე, შესაძლოა ეს საქმე მისი მოადგილეების და ნათესავის დაკავების საქმის გაგრძელებად მონათლონ

გაცილებით მეტი შემოსავლის დასაბუთება შეგვიძლია, რომელიც საერთოდ არ არის დაკავშირებული მის საჯარო სამსახურში გადასვლასთან, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას: „შეუძლია თუ არა ჯუანშერ ბურჭულაძეს 500 ათასი ევროს წარმომავლობის დასაბუთება“.

ადვოკატის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძეს საჯარო სამსახურში გადასვლამდე საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა.

„საჯარო სამსახურში გადასვლამდე ის მუშაობდა, შემოსავალიც ჰქონდა, საკმაოდ დიდი ოჯახი ჰყავს და სხვა შემოსავლებიც ჰქონდა ოჯახს. ჩვენ თუ მარტო ერთი დღის ოპერაციას ავიღებთ, ერთი დღის დანახარჯებს და არ შევხედავთ, წინა დღეს რა შემოსავალი ჰქონდა, შეიძლება იმ დანახარჯებმა გადააჭარბოს და შემოსავალი საერთოდ არ ჰქონდეს. წინარე პერიოდი რატომ არ უნდა იყოს გათვალისწინებული, ვერ ვხვდები. ვიდრე საჯარო სამსახურში გადავიდოდა, მშობლებს ქონება ჰქონდათ“, - განაცხადა ადვოკატმა.

დიმიტრი ხაჩიძე არ გამორიცხავს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის საქმე მისი მოადგილეებისა და ერთი ნათესავის დაკავების საქმეს მიაბან, თუმცა გაუჭირდებათ.

ადვოკატის თქმით, აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ პირებს ბურჭულაძის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუციათ.

„მე ამ საქმის დეტალებს ვიცნობ, ერთ-ერთ დაკავებულს, ვასილ მხეიძეს, რომელიც არის მისი მეუღლის ძმა, მე ვიცავ და ეს ასე არ არის. საქმის მასალებსაც ხომ ვიცნობ და ეს ასე არ არის.

შესაძლოა იმ საქმის გაგრძელებად მონათლონ ეს, მაგრამ ბმა გაუჭირდებათ იმიტომ, რომ სუს-ის გუშინდელი განცხადება თავის თავს ეწინააღმდეგებოდა. შესაძლოა თქვან, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემაც ნახა სარგებელი, თუმცა გაურკვეველია რანაირად“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის