ნეპალის პრეზიდენტმა ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

ნეპალის პრეზიდენტმა ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ნეპალის პრეზიდენტის, რამჩანდრა პაუდელის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტმა წარმომადგენელთა პალატა დაითხოვა და არჩევნების თარიღად 2026 წლის 5 მარტი დანიშნა“, - ნათქვამია ნეპალის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

არჩევნების თარიღის დანიშვნამდე რამდენიმე საათით ადრე რამჩანდრა პაუდელმა ქვეყნის დროებით პრემიერ-მინისტრად ყოფილი მთავარი მოსამართლე, სუშილა კარკი დანიშნა.

შეგახსენებთ, ნეპალში საპროტესტო აქციები მთავრობის მიერ სოციალური მედია პლატფორმების აკრძალვის შემდეგ დაიწყო. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 51 ადამიანი დაიღუპა და 1300 დაშავდა. საპროტესტო აქციების ფონზე, ნეპალის პრემიერ-მინისტრი შარმა ოლი თანამდებობიდან გადადგა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ