კახა კალაძე - ბოლო სერიაში ევროკავშირის და გერმანიის ელჩები შეიძლება ვნახოთ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე, რადგან აგენტურას სწორედ ისინი უდგანან სათავეში

ყველა უბედურება, რაც ამ ქვეყანაში ხდება, საზოგადოების დაპირისპირების, გახლეჩის მცდელობა, პოლარიზაცია, ის 30 „აკაცუკი“, როგორც არის წარმოდგენილი თავისი შინაარსით, არის ქვეყნის გარედან თავსმოხვეული,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში არსებულ ჯგუფებს ქვეყნის გარედან აფინანსებენ და აძლევენ დავალებებს, რათა საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება წაახალისონ.

„ქართველი კაცი თავისი შინაარსით, მსოფლმხედველობით, კულტურით, ტრადიციებით, არასდროს იკადრებს, რომ მოიქცეს ისე, როგორც იქცევიან ეს უსამშობლო აგენტები. ეს ყველაფერი გარედან ფინანსდება და ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ადრე, როცა ჩვენ ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით, საპასუხოდ ვიღებდით ქილიკს, დაცინვას. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კი ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, ხელისგულზე დაგვიდო ფაქტები და განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები პირდაპირ ჩართულნი იყვნენ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში, გარკვეული პროცესებისთვის შეეწყოთ ხელი. ეს თანხები ვითომ „ენჯეო“ სექტორის გავლით შემოდიოდა ქვეყანაში, ხმარდებოდა პოლიტიკურ პროცესებს, ამ ტიპის „აკაცუკების“ აღზრდას, რაც ძალიან სამწუხაროა და ძალიან დიდი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ძალიან მძიმეა ის შედეგი, რაც მივიღეთ მათი სახით. ასეულობით მილიონია დახარჯული, რომ ქვეყანაში აგენტურული ქსელი შექმნილიყო.

რაც შეეხება დაანონსებულ აქციებს, ჩვენ ბოლო სერიაში შეიძლება ვნახოთ ევროკავშირის და გერმანიის ელჩები საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე. აგენტურას სწორედ ისინი უდგანან სათავეში. საქართველოში არსებულ რადიკალურ დაჯგუფებას თავიანთი პატრონები ჰყავთ ელჩების სახით. შესაბამისი თანხები და დავალებები გარედან შემოდის და ეს კონკრეტული ელჩები პირდაპირ ჩართულნი არიან იმაში, რომ სიძულვილი, ბოროტება და ხალხის დაპირისპირება წაახალისონ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე