კახა კალაძე ეუთო/ოდირზე - გულწრფელად ვამბობ, მესმის მათი, სურვილი არ აქვთ, ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის და ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ

განმარტება, რაც მოვისმინეთ ძალიან დიდი აბსურდი იყო და ჩვეულებრივი სისულელე - [ეუთო/ოდირი] ფეხქვეშ გათელეს, გადაუარეს ამ ორგანიზაციას. შესაბამისად, მათ სურვილი არ აქვთ, შიში აქვთ, ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის და ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ეუთო/ოდირთან დაკავშირებით განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ეუთო/ოდირის მიერ არასაკმარისი დროის მომიზეზება აბსურდული იყო.

„ეს განმარტება, რაც მოვისმინეთ ძალიან დიდი აბსურდი იყო და ჩვეულებრივი სისულელე. თქვენ მოიყვანეთ კარგი მაგალითი - 2008 წელს, ყველას გვახსოვს, უმოკლეს დროში მოახდინეს რეაგირება, ორგანიზება და ჩამოვიდნენ. მაგრამ, გულწრფელად ვამბობ, მათიც მესმის, თავიდანვე ვიყავი დარწმუნებული, რომ ისინი არ ჩამოვიდოდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე თვის წინ საპარლამენტო არჩევნებისას, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ, მათ დადეს დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია და ქართველ ხალხს ჰქონდა იმის ნება და შესაძლებლობა გაეკეთებინა არჩევანი, ყველას გვახსოვს, როგორ თავს დაესხნენ, როგორ გადაუარეს და აბულინგებდნენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც.

გახსოვთ, ევროპარლამენტში სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის პირების მხრიდან რა განცხადებებიც კეთდებოდა ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით. ფეხქვეშ გათელეს, გადაუარეს ამ ორგანიზაციას. შესაბამისად, მათ სურვილი არ აქვთ, შიში აქვთ, ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის და ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა