პეტრე ცისკარიშვილი ხაბეიშვილის საქმეზე - ერთი და იმავე მოსამართლეზე განჩინების გაცემაც და ამ საქმის დაწერაც უკანონოა, როგორც ჩანს, ეს მოსამართლე ჰყავთ გამზადებული ყველაფერზე ხელის მოსაწერად და ბარემ ამას შეკიდეს მთელი ტვირთი

ერთი და იმავე მოსამართლეზე განჩინების გაცემაც და ამ საქმის დაწერაც უკანონოა, როგორც ჩანს ეს მოსამართლე ჰყავთ გამზადებული ყველაფერზე ხელის მოსაწერად და ბარემ ამას შეკიდეს მთელი ეს პოლიტიკური ტვირთი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლება პოლიტიკური მართლმსაჯულებას იყენებს, მარიონეტი პროკურორების და მოსამართლეების ხელით.

„შეიძლება მოინდომეს, რომ აქციები ორად გაიყოს, მაგრამ ვარწმუნებ ქოცებს, რომ ყველგან მოვასწრებთ, აქაც ვიქნებით და შემდეგ რუსთაველის გამზირზეც მივალთ აუცილებლად, მარშზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის უვიზო რეჟიმის გადარჩენას ემსახურება და მნიშვნელოვანია იქ ყოფნაც, მაგრამ მე მინდა მთავარი ვთქვა - იქიდან გამომდინარე, რომ ლევანის წინააღმდეგ არანაირი საქმე არ აქვთ, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, ქოცები დაუბრუნდნენ თავის ბუნებრივ პოლიტიკურ წიაღს და საქმეს უთითხნიან სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, საუკეთესო საბჭოთა ბოლშევიკურ ტრადიციებში, ეს არის ამათი რეალური პოლიტიკური სახე როგორ დევნიან და როგორ ცდილობენ, რომ დაჩაგრონ, იზოლაციაში მოაქციონ თავისი პოლიტიკური ოპონენტები, რადგან სათქმელი არაფერი არ აქვთ, 13 წელია მათ არაფერი უკეთებიათ, ერთადერთი მთავარი იარაღი - პოლიტიკური მართლმსაჯულება, რაც მათ დარჩათ ხელში, ამას იყენებენ ლევანის წინააღმდეგ თავისი მარიონეტი პროკურორების და მოსამართლეების ხელით.

ერთი და იმავე მოსამართლეზე განჩინების გაცემაც და ამ საქმის დაწერაც უკანონოა, როგორც ჩანს ეს მოსამართლე ჰყავთ გამზადებული ყველაფერზე ხელის მოსაწერად და ბარემ ამას შეკიდეს მთელი ეს პოლიტიკური ტვირთი“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. მას ბრალი უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების მუხლებით წარედგინა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს