ირაკლი ნადირაძე - ლევან ხაბეიშვილის დაკავება ემსახურება იმას, რომ 4 ოქტომბრის აქცია არ შედგეს, მაგრამ ვიქნებით ძალიან ბევრი, ჯერ რომ არ ვყოფილვართ, იმდენი - როგორც ხაბეიშვილი ამბობდა, 4 ოქტომბერს იქნება მშვიდობიანი რევოლუცია

ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი. ლევან ხაბეიშვილის დაკავება ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს - რომ 4 ოქტომბრის აქცია არ შედგეს, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ 4 ოქტომბერს ვიქნებით ძალიან ბევრი, ჯერ რომ არ ვყოფილვართ იმდენი - როგორც ლევან ხაბეიშვილი ამბობდა, 4 ოქტომბერს იქნება მშვიდობიანი რევოლუცია! - ამის შესახებ „ერთიანობა“- ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბერს აუცილებლად იქნება „რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა“.

„18:00 საათზე სასამართლო სხდომა არ ჩანიშნულა, ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი. როგორც ჩანს, ეგრეთ წოდებულ მოსამართლეს საგულდაგულოდ არჩევდნენ, იმიტომ, რომ ეს საქმე სამართლისგან და სამართლებრივი საფუძვლებისგან თავიდან ბოლომდე დაცლილია. სჭირდებოდათ მორიგი ზონდერ მოსამართლე, რომელიც მათ ნებისმიერ დაკვეთას შეასრულებს. ეს პროცესი, ეს პოლიტიკური პროცესი ჟანდარმერიის მიერ დატყვევებულ ლევან ხაბეიშვილზე გადაწყვეტილება, ეფუძნება ერთადერთ რამეს - რომ 4 ოქტომბრის აქცია არ შედგეს, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ 4 ოქტომბერს ვიქნებით ძალიან ბევრი, ჯერ რომ არ ვყოფილვართ იმდენი ხალხი, რისიც ეშინიათ - სთავაზობდა ლევან ხაბეიშვილი 200 000 დოლარს? ჩვენც ვთავაზობთ ყველა 200 000 დოლარს, არ შეცვლილა პირობა. ამბობდა ეს ადამიანი მშვიდობიან რევოლუციას და მშვიდობიან დამხობას? დიახ 4 ოქტომბერს აუცილებლად იქნება მშვიდობიანი რევოლუცია და რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა. დაგვიჭირონ, გაგვასამართლონ. ერთ რამეს უნდა მიხვდნენ, ყველა რომ დაგვიჭირონ ქართველი ხალხი აპირებს, რომ მშვიდობიანად დაამხონ, ამიტომ პოლიტიკური პროცესები - რა მოხდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს - ამაზე, რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინები არ გვაქვს. მოლოდინი გვაქვს ერთი, რომ დღესაც ბევრი ვიქნებით რუსთაველზე და 4 ოქტომბერს ვიქნებით ძალიან ბევრი, რომ ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ ამ ქვეყნიდან გაიქცეს თავის რუსებთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის