თბილისის საქალაქო სასამართლო ჯუანშერ ბურჭულაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

სხდომაზე ბურჭულაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო ბრალდება აპირებს, მოსამართლეს ბურჭულაძის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს.

სხდომას ბრალდებული ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძეც ესწრება. საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე განიხილავს.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე თავდაცვის ყოფილ მინისტრ, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება დღეს წარუდგინა.

პროკურატურის განცხადებით, დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება