პაატა ბურჭულაძე - ძნელია, სერიოზულად შეაფასო ის, რაც ხდება - მეც შეიძლება დამაკავონ, ვთქვათ ბიძინა ივანიშვილს ჩემი საოპერო არიის შესრულება რომ არ მოეწონოს - აუცილებლად უნდა შეიცვალოს 4 ოქტომბერს ეს ყველაფერი

სერიოზულად ვერ აღვიქვამ ვერაფერს, მეც შეიძლება დამაკავონ, ვთქვათ ბიძინა ივანიშვილის რომელიმე ჩემი საოპერო არიის შესრულება არ მოეწონოს - აუცილებლად უნდა შეიცვალოს 4 ოქტომბერს ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება,- ამის შესახებ „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, თუ რამის საჯაროდ დაპირება დანაშაულია, ბიძინა ივანიშვილი დიდი ხნის დაკავებული უნდა იყოს და ბევრი უნდა ჰქონდეს მისჯილი.

„ძალიან ძნელია, სერიოზულად შეაფასო ის, რაც დღეს ხდება და სერიოზულად მიიღო, რომ ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა რაიმეში არიან დამნაშავეები. ირონიულად რომ ვთქვათ, ეს ცირკის რაღაც ერთ-ერთი წარმოდგენაა, სადაც გეცინება და სასაცილოა ყველაფერი. თუ სერიოზულად ვიტყვით, ეს არის ნიშანი, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს 4 ოქტომბერს ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, ვკარგავთ ქვეყანას, ერთობას, ყველაფერს, ამიტომ ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს. ვნახოთ ეს მოსამართლე და ის სამი ადამიანი, რომლებიც შეურაცხყოფილი ყოფილან, რას იტყვიან.

„ოცნების“ ლოგიკას რომ გავყვეთ, თუ 3000 ათასი გდდ-ს თანამშრომლიდან, 3 კაცმა ეს განცხადება შეურაცხყოფილად მიიღო, დანარჩენები ცუდი ადამიანები ყოფილან. სასაცილოა ეს ყველაფერი, სასაცილო რომ არ იყოს.

მეც აქ ვარ მოსული, სერიოზულად ვერ აღვიქვამ ვერაფერს, მეც შეიძლება დამაკავონ, რომ ვთქვათ ბიძინა ივანიშვილს ჩემი რომელიმე საოპერო არიის შესრულება არ მოეწონოს.

თუ რამის საჯაროდ დაპირება დანაშაულია, ბიძინა ივანიშვილი დიდი ხნის დაკავებული უნდა იყოს და ბევრი უნდა ჰქონდეს მისჯილი - 5 მილიონი თითო სოფელს, უფასო ფული, რა ვიცი ყველაფერი“,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. ,

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. მას ბრალი უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების მუხლებით წარედგინა. 18:00 საათზე კი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ლევან ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის