რადოსლავ სიკორსი - რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ დრონებმა ჩვენი საჰაერო სივრცე შემთხვევით დაარღვიეს, გაერო-ში რუსეთის ელჩი კი ამბობს, რომ მათ დრონებს პოლონეთამდე მიღწევა არ შეუძლიათ - რომელ ტყუილს დავუჯეროთ?

რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ რუსულმა დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე შემთხვევით დაარღვიეს, ხოლო გაერო-ში რუსეთის ელჩი ამბობს, რომ რუსულ დრონებს პოლონეთამდე მიღწევა არ შეუძლიათ - რომელ რუსულ ტყუილს უნდა დავუჯეროთ?, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსი X-ზე წერს.

„რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ რუსულმა დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე შემთხვევით დაარღვიეს, ხოლო გაერო-ში რუსეთის ელჩი ამბობს, რომ რუსულ დრონებს პოლონეთამდე მიღწევა ფიზიკურად არ შეუძლიათ. რომელ რუსულ ტყუილს უნდა დავუჯეროთ?“, - წერს რადოსლავ სიკორსკი.

ცნობისთვის, გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ „პოლონეთის ტერიტორიაზე სამიზნეები არ ყოფილა“.

„დრონების მოქმედების რადიუსი 700 კილომეტრს არ აღემატებოდა, ამიტომ ფიზიკურად შეუძლებელია, რომ რომელიმე მათგანი პოლონეთის ტერიტორიამდე მიღწევას შეძლებდა“, - განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა