მურთაზ ზოდელავასთვის საპატიმრო გირაოს შეფარდების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

ყველაფერი ნათელია, ყველაფერი ნათქვამია - მოსამართლემ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა სრულად შეასრულა, - ასე აფასებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებული პოლიტიკოს მურთაზ ზოდელავას ადვოკატი ბექა ბასილაია.

ბასილიას თქმით, დაკვეთა იყო როგორც ლევან ხაბეიშვილის, ასევე

მურთაზ ზოდელავას დაპატიმრება, რადგან ზოდელავა პატიმრობაში იქნება, ვიდრე გირაო არ იქნება უზრუნველყოფილი.

ბასილაიას ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

„ეს ის მოსამართლეა, რომელმაც ნინო დათაშვილი იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის მისი ნების საწინააღმდეგოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსა. ყველაფერი ნათელია, ყველაფერი ნათქვამია. ჩვენ ამ სასამართლოში პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ გვიკვირს, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო.

როგორც ზოდელავას, ისე ხაბეიშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

მურთაზ ზოდელავა დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებს, რაც თანხას გადაიხდის.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს