კიტ კელოგი - პოლონეთში 19 დრონი არ შეიძლება შემთხვევითობა იყოს, პუტინი ლიმიტებს წევს

პოლონეთში 19 დრონი არ შეიძლება შემთხვევითობა იყოს, პუტინი ლიმიტებს წევს. ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა, კიტ კელოგმა იალტის ევროპული სტრატეგიის ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა. მის სიტყვებს უკრაინული მედია ავრცელებს.

"19 დრონი შეფრინდა - ეს არ შეიძლება შემთხვევითობა იყოს. შეიძლება იყოს ერთი შეცდომითი მიზანი, შეიძლება ორი, მაგრამ 19 არა," - განაცხადა კელოგმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "მიზანმიმართულად მოქმედებს, სიგნალს აგზავნის და პასუხის გაგონება სურს - შეუძლია თუ არა მეტად გადაწიოს ლიმიტი".

" თქვენ უკვე გინახავთ ეს კინო ევროპაში. გახსოვთ ჩემბერლენმა როდესაც თქვა, რომ მშვიდობა მოუტანა ევროპას, და შემდეგ რა იყო. ისტორიის გაკვეთილებს თუ არ გავითვალისწინებთ მესამე მსოფლიო ომს მივუახლივდებით...

უკრაინა ამ ომს არ წააგებს. უკრაინელებს მორალური უპირატესობა აქვთ რუსეთზე, ეს აშკარაა...

უკრაინელებმა უკვე შეძლეს რუსეთის სამსედრო ძალია მნიშვნელოვნად შემცირება, ამიტომ უკრაინის სამხედრო მარცხზე საუბარი აღარ არის," - განაცხადა კელოგმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე