პროკურორი - მობილური ტელეფონის დათვალიერება ასე სწრაფად ვერ მოხდება იმიტომ, რომ დასანიშნია ექსპერტიზა

მურთაზ ზოდელავა შეეცადა ტელეფონთან ერთად დაკავების ადგილიდან გასვლას, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და პოლიტიკოს მურთაზ ზოდელავას საქმეების პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი განჩინების საფუძველზე უნდა ამოღებული, ზოდელავას ქმედება გამოძიების პროცესში ხელშეშლად ჩაითვალა.

“ბატონი მურთაზი შეეცადა ამ ტელეფონთან ერთად დაკავების ადგილიდან გასვლას. შესაბამისად, ვინაიდან ასევე განჩინება იყო გაცემული, რათა ამოღებულიყო მობილური ტელეფონი ლევან ხაბეიშვილის, ეს ქმედება ჩაითვალა გამოძიების პროცესში ხელშეშლად, უხეშ ჩარევად, უკანონო ქმედებად მურთაზ ზოდელავას მხრიდან. შესაბამისად ამაში გამოიხატა მისი დანაშაული. რაც შეეხება დაკავებას, დაკავება მოხდა ამ ქმედების ჩადენიდან 10 წუთის შემდეგ. 10 წუთი არ არის ის დრო, რომ ჩავთვალოთ დანაშაულზე წასწრებად.

რაც შეეხება უშუალოდ ტელეფონების გამორთმევას ზოდელავას მხრიდან, როდესაც მან ეს ტელეფონი აიღო და შეტრიალდა, თავის ტელეფონიც ეკავა ხელში. სუს-ის თანამშრომლის მიერ ვერ მოხდებოდა იდენტიფიცირება რომელი ტელეფონი რომელ ადამიანს ეკუთვნოდა, ხაბეიშვილის ტელეფონი იყო აუცილებელი სისხლის სამართლის საქმეზე რომ დამაგრებულიყო და ამოღებულიყო. ეს არის ჩარევა გამოძიების პროცესში”,- განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, დათვარიელდა თუ არა ამოღებული ტელეფონი, პროკურორი ამბობს, რომ მობილური ტელეფონის დათვარიელება ასე სწრაფად ვერ მოხდება.

“ჯერ ერთი მობილური ტელეფონის დათვალიერება ასე სწრაფად ვერ მოხდება, იმიტომ, რომ დასანიშნია ექსპერტიზა. თუ გაინტერესებთ პროცედურულად შეიძლება ეგ მობილური ტელეფონი საერთოდ ვერ გაიხსნას, მოგეხსენებათ აიფონებს აქვთ ეგ ფუნქცია. ყოველ შემთხვევაში, როგორც შესაძლო ნივთმტკიცება ეს ტელეფონი მნიშვნელოვანი იყო”,- განაცხადა პროკურორმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის