რუსეთმა უკრაინას „ისკანდერის“ რაკეტით და 58 დრონით შეუტია

რუსეთმა უკრაინას 14 სექტემბრის ღამეს „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით და 58 დრონით შეუტია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 52 დრონი გაანეიტრალეს.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტისა და 6 დრონის დარტყმა 3 ლოკაციაზე დაფიქსირდა, 2 ლოკაციაზე კი ნამსხვრევები ჩამოვარდა.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, ხერსონისა და დონეცკის ოლქებში რუსების თავდასხმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა