სალომე სამადაშვილი  - რეჟიმი სასწრაფოდ უნდა დასრულდეს, ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს შიდა გარჩევები, არაფერს შეცვლის, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება

ჯუანშერ ბურჭულაძის დაპატიმრებიდან საქართველოს მოქალაქემ ერთადერთი დასკვნა უნდა გამოიტანოს, დღეს ჩვენ ქვეყანას მართავს უკიდურესად კორუმპირებული რეჟიმი, რომელიც 14 წელია ძარცვავს ქართველ ხალხს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.

სამადაშვილის თქმით, კორუფციის კუთხით არაფერი შეიცვლება ქვეყანაში, სანამ ივანიშვილის რეჟიმი მართავს ქვეყანას.

ჯუანშერ ბურჭულაძის დაპატიმრებიდან საქართველოს მოქალაქემ ერთადერთი დასკვნა უნდა გამოიტანოს, დღეს ჩვენ ქვეყანას მართავს უკიდურესად კორუმპირებული რეჟიმი, რომელიც 14 წელია ძარცვავს ქართველ ხალხს, კორუფციის ხარჯზე მდიდრდებიან, როდესაც ქართველი ხალხი ღატაკდება. სხვადასხვა „კლანი“ ერთმანეთს დაერევა იმისთვის, რომ ამოიღონ ხალხისგან მოპარული ფული და ბიძინა ივანიშვილის ქვეშევრდომებმა ერთი ჯიბიდან მეორეში გადაიდონ ხალხის ჯიბიდან მოპარული ფული.

რაც შეეხება კორუფციას, არაფერი შეიცვლება ქვეყანაში, სანამ ივანიშვილის რეჟიმი მართავს ჩვენს ქვეყანას, ეს კორუფცია ნიშნავს გაზრდილ სიღარიბეს საქართველოს მოქალაქისთვის. ეს რეჟიმი სასწრაფოდ უნდა დასრულდეს, ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს შიდა გარჩევები, არაფერს შეცვლის, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა