რუმინეთის თავდაცვის მინისტრი - F-16-ები რუსული დრონის ჩამოგდებასთან ახლოს იყვნენ

რუმინეთის თავდაცვის მინისტრის იონატ მოშტენანუს განცხადებით, F-16 ტიპის გამანადგურებლები, რომლებიც რუსული დრონის გამო ჰაერში აუშვეს, მის ჩამოგდებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის მტკიცებით, რუსული დრონების თავდასხმები რუმინეთის ტერიტორიის სიახლოვეს სულ უფრო გახშირდა.

„თითქმის ყოველ კვირას ჰაერში ვუშვებთ თვითმფრინავებს, ჩვენი ან ჩვენი გერმანელი პარტნიორების თვითმფრინავებს“, - განაცხადა მოშტენანუმ.

მისი თქმით, 13 სექტემბერს რადარებმა რუსული დრონი დააფიქსირეს და დაინახეს, რომ ის რუმინეთის საჰაერო სივრცეში შედიოდა, რის შემდეგ თვითმფრინავები ჰაერში აუშვეს.

„ისინი ძალიან ახლოს იყვნენ მის ჩამოგდებასთან. დრონი ძალიან დაბლა დაფრინავდა, გარკვეულ მომენტში ის უკრაინისკენ მიემართებოდა, ეს არის ინფორმაცია, რომელიც ახლა გვაქვს, რომ დრონმა დატოვა საჰაერო სივრცე და დაბრუნდა უკრაინაში“, - აღნიშნა რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, გუშინ რუმინეთის ხელისუფლებამ გაავრცელა RO-Alert შეტყობინება ტულჩეანის ოლქის ჩრდილოეთ რაიონისთვის, რომლითაც მოქალაქეებს საჰაერო ზონიდან ობიექტების ჩამოვარდნის რისკის არსებობის შესახებ აცნობა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა