კახა კალაძე - როდესაც არჩევნებში პირველად ვმონაწილეობდი, მჭირდებოდა თბილისელებისთვის მტკიცება, რომ საქმის კეთება შემიძლია - დღეს კი, თავაწეული მივდივარ ხალხთან, რადგან ზურგს მიმაგრებს გაკეთებული საქმეები

მეამაყება, რომ ვარ ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი, რომ ვარ თითოეული თქვენგანის თანამებრძოლი, რომ ერთად ვიცავთ საქართველოს ინტერესს და ვაკეთებთ ქართულ საქმეს. ჩვენ ერთად ძალიან დიდი ძალა ვართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კრწანისის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრა.

„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კახა კალაძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ადგილობრივების მოსაზრებები მოისმინა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.

„ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, დიდს, პატარას ჩემთან შეხვედრისთვის. „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს" - ეს ჩვენი საარჩევნო სლოგანია. ეს არის ჩვენი ქართული პოლიტიკა, რომ, პირველ რიგში, ქვეყანაში დავიცვათ და შევინარჩუნოთ მშვიდობა. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ქართულ სახელმწიფოს ძალიან დიდი ძალა ებრძვის. ჩვენ ჩვენს მიერ გადადგმული ყოველდღიური ნაბიჯებით ვაძლიერებთ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. მშვიდობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა დღეს შევკრებილიყავით და ქალაქის მომავალზე, განსახორციელებელ პროექტებზე გვესაუბრა", - აღნიშნა კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ ისაუბრა გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც დედაქალაქში არსებობს და რომელსაც, მისი თქმით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გუნდი მომდევნო ოთხ წელში მოაგვარებს.

„ქალაქი უამრავი გამოწვევის წინაშე დგას - გვაქვს ავარიული შენობა-ნაგებობები; გამზირები და ქუჩები, რომელსაც რეაბილიტაცია-განახლება სჭირდება; რეკრეაციული სივრცეები, რომლებიც მოსაწესრიგებელია; ჯერ კიდევ ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს; არიან ოჯახები, ვისაც ჩვენი პროგრამებით თანადგომა სჭირდება. ერთადერთი გუნდი, ვისაც შეუძლია რეალურად, ღირსეულად უპასუხოს ყველა გამოწვევას, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".

2017 წელს, როდესაც არჩევნებში მონაწილეობას პირველად ვიღებდი, მჭირდებოდა თბილისელებისთვის მტკიცება, რომ საქმის კეთება შემიძლია. დღეს უკვე, როდესაც ხალხს ვხვდები, თავაწეული მოვდივარ, ამაყი ვარ, რადგან ზურგს მიმაგრებს გაკეთებული საქმეები და რაც მთავარია თქვენი მხარდაჭერა, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. ის სიყვარული, რასაც ხალხისგან ვგრძნობ, რასაც ძალიან ვუფრთხილდები, ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრას რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ჯაფარიძე და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი დაესწრნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე