ჩეხეთმა პოლონეთში საზღვრის დასაცავად სამი ვერტმფრენი გაგზავნა

ჩეხეთმა პოლონეთში, საზღვრის დასაცავად დახმარების აღმოჩენის მიზნით, სამი ვერტმფრენი გაგზავნა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები ჩეხეთის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„პოლონეთში სამი ჩეხური ვერტმფრენი ჩავიდა, რაც გააძლიერებს ჩვენი ახლო მოკავშირის აღმოსავლეთ საზღვრის საჰაერო სივრცის დაცვას. ჩვენი პილოტები უახლოეს მომავალში პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვას დაიწყებენ“, - აღნიშნულია ჩეხეთის შეიარაღებულ ძალების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

თავის მხრივ, პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დააზუსტა, რომ ვერტმფრენები ნამესტი ნად ოსლავოუს ვერტმფრენების 22-ე საავიაციო ბაზას ეკუთვნის და უკვე პოლონეთში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, 10 სექტემბრის ღამეს, პოლონეთის საჰაერო სივრცე სულ მცირე 19 რუსულმა დრონმა დაარღვია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ბელარუსიდან შეფრინდა. დრონების მოგერიებაში, პოლონური თვითმფრინავების გარდა, ნატო-ს სხვა ქვეყნების გამანადგურებლებიც ჩაერთნენ. დრონის ნამსხვრევებმა ბელარუსისა და უკრაინის საზღვართან ახლოს საცხოვრებელი შენობა დააზიანა. მომხდარის შედეგად არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის