ადვოკატი ელენე ხოშტარიას დაკავებაზე - ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა

ადვოკატი შოთა თუთბერიძე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, იმ ბრალდებით დაკავება, რითაც შსს-მ პოლიტიკოსი დააკავა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.

„რა თქმა უნდა, ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. სავარაუდოდ, ეს არის პოლიტიკური დევნის იგივე ტიპის მაგალითი, როგორიც იყო მეგი დიასამიძის საქმე, როდესაც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებულ ქმედებას, გამოხატვის უფლების რეალიზების ქმედებას თვლიან დანაშაულად და ამავდროულად მხოლოდ მათ მიმართ. საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ გვაქვს ათეულობით შემთხვევა, როდესაც საარჩევნო ბანერის დაზიანება და წარწერის გაკეთება კი არა, რომელიც ტილოთი ირეცხება, არამედ ადამიანებს საკუთრების გადაგდება მოუხდათ, ასევე თუნდაც რამდენიმე დღის წინ რომ ადამიანებზე ჯგუფური ძალადობა მოხდა, ამ საქმეებზეც კი პასუხისმგებლობა არ დამდგარა“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, შსს-ს განცხადებით, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანების გამო დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები