გიგა ლემონჯავა - ჩვენთვის ახალი არ არის პოლიტიკური ლიდერის დაკავება, უკვე 4-დან 4 ლიდერია ციხეში - დააკავებთ ერთს?! ბრძოლის დროშას აიღებს მეორე, დააკავებთ მეორეს?! ბრძოლის დროშას აიღებს მესამე!

ჩვენთვის ახალი არ არის პოლიტიკური ლიდერის დაკავება, უკვე 4-დან 4 ლიდერი ზის ციხეში - ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ვინც არ უნდა დააკავოს, ბრძოლა არ შეწყდება! დააკავებთ ერთს?! ბრძოლის დროშას აიღებს მეორე. დააკავებთ მეორეს?! ბრძოლის დროშას აიღებს მესამე! - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, გიგა ლემონჯავამ ამავე კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლემონჯავას თქმით, ელენე ხოშტარია „გამოგონილი, შეთითხნილი, უსამართლო“ ბრალდებით დააკავეს.

„რამდენიმე წუთის წინ გამოგონილი, შეთითხნილი, უსამართლო ბრალდებით დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ელენე ხოშტარია. ის დააკავეს იმიტომ, რომ ის არის მნიშვნელოვანი ადამიანი საერთო სახალხო წინააღმდეგობაში, ამ ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილის ბოროტი, რუსული, მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ სამართლებრივ დეტალებში შესვლა საერთოდ არ ღირს, იმდენად აბსურდული და სულელურია ეს ბრალდება - მარკერით წარწერის გაკეთება ბანდიტი კალაძის საარჩევნო ბანერზე. ჩვენს უკან არის ჩვენი ოფისი, რომელზეც არაერთი წარწერაა. ისეთი წარწერებია, რომლებიც საერთოდ არ იშლება. ეს არის ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა. არც ერთი ეს ადამიანი შსს-ს არ დაუკავებია. სამაგიეროდ, დღეს დააკავეს ერთ-ერთი გამოჩენილი პოლიტიკური ლიდერი ელენე ხოშტარია.

ჩვენთვის ახალი არ არის პოლიტიკური ლიდერის დაკავება. „კოალიცია ცვლილებისთვის“ უკვე, 4-იდან 4 პოლიტიკური ლიდერი ზის ციხეში. ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ვინც არ უნდა დააკავოს ბრძოლა არ შეწყდება. დააკავებთ ერთს? ბრძოლის დროშას აიღებს მეორე. დააკავებთ მეორეს? ბრძოლის დროშას აიღებს მესამე. ეს არ არის პარტიული ბრძოლა. ეს არის ქართველი ხალხის საერთო სახალხო ბრძოლა საქართველოს გარუსების წინააღმდეგ. ამ ბრძოლას ერთადერთი დასასრული აქვს - ეს არის ბიძინა ივანიშვილის ჩამოშლა, მისი რეჟიმის დამხობა, დასრულება და ქართველი ხალხის გამარჯვება. მათ შეუძლიათ გააკეთონ ის რაც სურთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ამ რეჟიმის უსწრაფესად დასრულებისთვის. ვერავითარი დაკავებები ამას ხელს ვერ შეუშლის“,- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს. სამართალდამცავებმა ხოშტარია მის სახლთან აიყვანეს.

დაკავების მიზეზი სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ბანერის დაზიანებაა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა.

კერძოდ, გამოძიება, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ასევე შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში