თენგო თევზაძე - ელენე ხოშტარიას ნაბიჯი იყო მხოლოდ სოლიდარობის, არ თანამშრომლობის, არ გარიგების და სისტემის ჩამოშლისკენ გადადგმული ნაბიჯი

ელენე ხოშტარიას ნაბიჯი იყო მხოლოდ სოლიდარობის, არ თანამშრომლობის, არ გარიგების და სისტემის ჩამოშლისკენ გადადგმული ნაბიჯი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, თენგო თევზაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მან კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს დააკისრა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად უნდა გაათავისუფლოს.

„ერთი რამ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ და ამ კრიმინალურმა ბანდამ უნდა იცოდეს, არის შემდეგი - ისინი აუცილებლად დამარცხდებიან. ელენე ხოშტარია და სხვა პოლიტიკოსები, ვინც ახლა ციხეში არიან, არ თანამშრომლობენ რეჟიმთან, სოლიდარულები არიან ყველა პოლიტპატიმრის მიმართ, რომლებიც მანამდე დააკავეს. ელენე ხოშტარიას ნაბიჯი იყო მხოლოდ სოლიდარობის, არ თანამშრომლობის, არ გარიგების და სისტემის ჩამოშლისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ამ სისტემას, ამ რეჟიმს აუცილებლად ჩამოვშლით. „ქართულმა ოცნებამ“ ერთი რამ უნდა იცოდეს, აუცილებლად ყველა პოლიტპატიმარი უნდა გაათავისუფლოს, სხვა შემთხვევაში, მათ აუცილებლად მოუწევთ იძულებით მათი გათავისუფლება, ვინაიდან ყველ ეს პოლიტპატიმარი არის უკანონოდ დაკავებული და ამ დაკავებაზე არის პასუხისმგებელი ერთადერთი კაცი - ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც საქართველოს გარუსება უნდა მისი რუსი წარმომადგენლებით, როგორიცაა კალაძე და სხვები. თავისუფლება პოლიტპატიმრებს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, ბრძოლა ჩვენს გამარჯვებამდე იქნება“,-განაცხადა თევზაძემ.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს. სამართალდამცავებმა ხოშტარია მის სახლთან აიყვანეს.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის