გია ვოლსკი - როცა პანდემიის გამო მსოფლიო ჩაკეტილი იყო და ბევრ ქვეყანაში ეკონომიკა ინგრეოდა, მაშინ გახარია აღწევდა იმას, რომ სახლი ეყიდა პარიზში?! - ექსპერტები შეამოწმებენ და დარწმუნებული ვარ, ლოგიკურ დასკვნამდე მივალთ

როდესაც პანდემიის გამო მსოფლიო ჩაკეტილი იყო და ბევრ ქვეყანაში ეკონომიკა ინგრეოდა, მაშინ გახარია აღწევდა იმას, რომ სახლი ეყიდა პარიზში?! ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ - ექსპერტები შეამოწმებენ და დარწმუნებული ვარ, იმ მოღალატეობრივი ნაბიჯების შემდეგ, ლოგიკურ დასკვნამდე მივალთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც შეაფასა „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 2020 წელს პარიზში ბინა შეიძინა.

ვოლსკის თქმით, ბევრ რამეზე დაფიქრებაა საჭირო, თუმცა „პატარა ქვეყანას მცირე რესურსებით, რომელსაც უწევს ამდენ დაპირისპირებას გაუმკლავდეს, ვერ მოვთხოვთ იმ სიხისტეს, რომელსაც მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია იჩენს“.

„უშველებელი ქონება დაუფიქსირდა. ექსპერტები შეამოწმებენ და დარწმუნებული ვარ, იმ მოღალატეობრივი ნაბიჯების შემდეგ, ლოგიკურ დასკვნამდე მივალთ. როდესაც პანდემიის გამო, მსოფლიო ჩაკეტილი იყო და ბევრ ქვეყანაში ეკონომიკა ინგრეოდა, მაშინ გახარია აღწევდა იმას, რომ სახლი ეყიდა პარიზში?! ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ. ვერ გააყალბებ იმ დოკუმენტებს, რაც წარმოადგინეს. სამწუხაროა. მე ვფიქრობ, ბევრ რამეზე დაფიქრება გვმართებს, მაგრამ პატარა ქვეყანას მცირე რესურსებით, რომელსაც უწევს ამდენ დაპირისპირებას გაუმკლავდეს, რასაკვირველია, ვერ მოვთხოვთ იმ სიხისტეს, რომელსაც მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია იჩენს. მას რესურსი გააჩნია. პატარა ქვეყანა მოქცეულია ამდენ დაპირისპირებაში, პანდემია დაატყდა კიდევ თავს და ეს გახარია მდიდრდება და პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული, რომელიც ქვეყანას დანგრევას და დესტაბილიზაციას უპირებს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა