ირაკლი კობახიძე - ვინც კი ჩაიდენს დანაშაულს, განურჩევლად იმისა, რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი - იყო რბილი მიდგომა, ზედმეტად რბილი პრაქტიკა, ეს არასწორია

ელენე ხოშტარია არის რადიკალი, ვითომ არის ანტირუსი და სინამდვილეში ყოველ თვე ერიცხება მილიონობით რუბლი რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ხოშტარიას დანაშაული ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და შესაძლოა, საერთოდ არ შეეფარდოს.

„ითვალისწინებს ხუთ წლამდე პატიმრობას. ხუთ წლამდე პატიმრობა ნიშნავს იმას, რომ შეიძლება, 6 თვე შეეფარდოს, შეიძლება საერთოდ არ შეეფარდოს პატიმრობა...

როდესაც ზიანი 150 ლარს აღემატება, ამ შემთხვევაში, ზიანი იყო 150 ლარზე მეტი პროკურატურა არის ვალდებული, რომ აღძრას სისხლის სამართლის საქმე. მარტივია“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ელენე ხოშტარია არის რადიკალი და საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ ვინ არის.

„ეს ადამიანი არის რადიკალი. ვითომ არის ანტირუსი და სინამდვილეში ყოველ თვე ერიცხება მილიონობით რუბლი რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის, მათ შორის ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით საზოგადოებას ნამდვილად არ უჭირს საკუთარი შეფასებების გაკეთება“, - განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ოპოზიციის შემთხვევაში საარჩევნო ბანერებისა და ოფისების დაზიანების წინა წლის პრაქტიკაზეც, რაზეც კობახიძემ თქვა, რომ მაშინ იყო რბილი მიდგომა, ახლა კი განურჩევლად იმისა, რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი.

„თავის დროზე, თქვენ იცით, რა რეჟიმში წარიმართებოდა საარჩევნო კამპანია 2020 -2021-2024 წელს, ეს იყო ის რეჟიმი, რა რეჟიმშიც წარიმართებოდა საარჩევნო კამპანია - ხდებოდა ბანერების დაზიანება, სააგიტაციო მასალების დაზიანება. ორმხრივი იყო, პრაქტიკა იყო განსხვავებული. ეს პრაქტიკა იყო არასწორი, დღეიდან პრაქტიკა იქნება სწორი. ვინც კი ჩაიდენს დანაშაულს, განურჩევლად იმისა, რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი.

იყო რბილი მიდგომა. ყველა მიმართულებით იყო რბილი მიდგომა. თქვენ გახსოვთ ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს და ერთი კაცი იყო დაჭერილი, ისიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. მეორე შემთხვევაში 6 კაცი იყო დაჭერილი, მეტი - არა. იყო ზედმეტად რბილი პრაქტიკა, რა თქმა უნდა, ეს არასწორია, ჩემი მიდგომაა, რომ პრაქტიკა უნდა იყოს სხვანაირი, პრაქტიკა უნდა იყოს ის, რომ კანონი უნდა იყოს მკაცრად დაცული“, - აღნიშნა კობახიძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს ეხებოდა: „ ღარიბაშვილი რბილად იქცეოდა?“, კობახიძემ უპასუხა: „რა შუაშია ღარიბაშვილი და გახარია, ბახტაძე და კვირიკაშვილი“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები