ელენე ხოშტარია - სიმართლის, ღირსების და თავისუფლების სულ ოდნავადაც კი დათმობა, ბოროტმოქმედ სისტემასთან, დაუშვებელია - მოიგონეს, ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, უნდა ვანახოთ, რომ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით

მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას წერილშია აღნიშნული, რომელსაც პარტია „დროა“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ბრძოლა სოლიდარობაზე დგას და ყველამ უნდა იცოდეს, რომ მარტო არ დატოვებენ.

„სიმართლის, ღირსების და თავისუფლების სულ ოდნავადაც კი დათმობა, ამ ბოროტმოქმედ სისტემასთან დაუშვებელია. არცერთმა სინდისის პატიმარმა იოტისოდენა სიმართლეც კი არ დათმო. გამოკეტეს, მაგრამ მორალურად გაიმარჯვა მზიამაც [ამაღლობელი] , ნინო დათაშვილმაც, და ყველამ. „ენჯეოებმა“ არ დათმეს იოტისოდენა თავისუფლება და არ დაემორჩილნენ „რუსულ კანონს“. ჩვენ არ დავემორჩილეთ ყალბ არჩევნებს. არ შევედით ყალბ პარლამენტში, არც ყალბ კომისიაში, არც ყალბ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში.

სიმართლის ერთგულება გაგვამარჯვებინებს ამ გზაზე. შესაბამისად, რომ მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით.

მეორე, რაზეც დგას ჩვენი ბრძოლა არის სოლიდარობა. ყველა მოქალაქემ, ყველა აქტივისტმა, ყველა მებრძოლმა უნდა იცოდეს, რომ სისტემასთან მარტო არ დავტოვებთ. მოინდომეს მეგის დაჩაგვრა, ვერ მივართმევთ! ბოლომდე!“, - ნათქვამია ელენე ხოშტარიას წერილში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის