ირაკლი კობახიძე კითხვაზე, „შესაძლოა, რომ სუს-ის შემდეგი სამიზნე იყოს ირაკლი ღარიბაშვილი“ - სპეკულაციურ კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ

სპეკულაციურ კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დაკავებულ „ჯუანშერ ბურჭულაძეს კითხვები დაუსვეს ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობაზეც, შესაძლოა, რომ შემდეგი სამიზნე სუს-ის იყოს ირაკლი ღარიბაშვილი“.

„ეს არის ჩემთვის სპეკულაციური კითხვა, ამიტომ არ ვთვლი თავს ვალდებულად ამ კითხვას პასუხი გავცე. სპეკულაციურ კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ“, - განაცხადა კობახიძემ.

კიდევ ერთი ჟურნალისტის კითხვაზე: „შეიძლება თუ არა ვიხილოთ ირაკლი ღარიბაშვილი განსასჯელის სკამზე“, კობახიძემ თქვა: „არ არის ეს სწორად დასმული შეკითხვა, დასვით სწორად კითხვები და გიპასუხებთ“.

ასევე, მან უპასუხა კითხვას, თუ რა ურთიერთობა აქვს დღეს ირაკლი ღარიბაშვილთან, რაზეც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჰქონდა რამდენჯერმე სატელეფონო კომუნიკაცია კონკრეტულ საქმიან საკითხზე.

„მქონდა რამდენჯერმე სატელეფონო კომუნიკაცია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ კონკრეტულ საქმიან თემასთან დაკავშირებით“, - დასძინა კობახიძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა